ასპ გრუპი FOTON-თან 2014 წლიდან თანამშრომლობს და საქართველოში მის ოფიციალურ დილერს წარმოადგენს! ჩვენი ფირმის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია. კომპანია ასევე ახორციელებს ყველა ტექნიკასთან დაკავშირებულ სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და სრულ სერვისულ მომსახურებას. 2021 წელისათვის ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი აღემატება 80 თანამშრომელს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე https://aspgroup.ge/

FOTON-ი დაარსდა 1996 წელს, ხოლო 1998 წლიდან იგი შეტანილია შანხაის საფონდო ბირჟის სიაში. FOTON-ი არის BAIC GROUP-ის წევრი, რომელიც აერთიანებს 500 კომპანიას. FOTON-ის საწარმოებში დასაქმებულია 32000 კვალიფიციური თანამშრომელი. FOTON-ის ბრენდი გახდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომერციული მანქანების საერთაშორისო წამყვანი საწარმო. FOTON-მა კუმულაციურად აწარმოა და გაყიდა 9 მილიონი ერთეული ტექნიკა და 14 წლის განმავლობაში მიღებული აქვს  სატრანსპორტო საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების ყოველწლიური პრიზი . 610 000 სატრანსპორტო საშუალება იქნა ექსპორტირებული ჩინეთიდან საზღვარგარეთ და ეს იყო კომერციული ავტომობილების ყველაზე დიდი ექსპორტი 9 წლის განმავლობაში.

FOTON-ი  მსოფლიოს უმსხვილეს კომერციულ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელ კომპანია – DAIMLER-თან ერთად აწარმოებს მაღალი ხარისხის სატვირთო ავტომობილებს ,,FOTON DAIMLER”.

FOTON-ი და ძრავების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია CUMMINS-ი ერთობლივად აწარმოებს მაღალი ხარისხის დიზელის ძრავებს – “FOTON CUMMINS” .

FOTON-ი და მსოფლიოს წამყვანი გადაცემათა კოლოფის მწარმოებელი ბრენდი ZF ერთობლივად აწარმოებს უმაღლესი ხარისხის “ZF FOTON” და “FOTON ZF” გადაცემათა კოლოფებს.

2013 წლიდან ASP გრუპი არის ოფიციალიარული დილერი საქართველოში.

სერვისული მომსახურება

ჩვენს სერვის ცენტრებში შესაძლებელია Foton-ის ნებისმიერი სახის ტექნიკის სრული პროფილაქტიკური და სარემონტო მომსახურება. ჩვენი კომპანიის უმაღლესი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ მობილური სერვისის ჯგუფებს შეუძლიათ აღნიშნული მომსახურების გაწევა.

ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ყოველ დღე

კვირის გარდა 9:30-დან საღამოს 18:30 საათამდე

სათაო ოფისი / სერვის ცენტრი

სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორის V შესახვევი, N3, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 69, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 203, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 144ა, საქართველო